ფეხბურთი

17:44 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონამ" ბოლო 11 წელში ყველაზე ცუდი შედეგი დააფიქსირა

ლა ლიგის პირველი წრის ბოლო მატჩში, მე-19 ტურში გასვლაზე "ბარსელონა" "ესპანიოლს" 2:2 დაუზავდა. 19 ტურის შემდეგ "ბარსას" 40 ქულა აქვს, რაც ბოლო 11 წლის განმავლობაში კატალონიელებისთვის ყველაზე ცუდი შედეგია, აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ბარსელონას" ესპანეთის ჩემპიონატში პირველი წრის შემდეგ 40 ქულა 2007/08 წლების სეზონში ჰქონდა, მაშინ გუნდს რაიკაარდი წრთვნიდა. იმ სეზონში "ბარსა" მესამე ადგილზე გავიდა და ჩემპიონ "რეალს" 18 ქულით ჩამორჩა.

ახლა 40 ქულით "ბლაუნგრანა" პირველ ადგილზეა, "რეალსაც" 40 ქულა აქვს, მაგრამ გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობით "სამეფო კლუბს" უფრო ცუდი შედეგი აქვს.

0.115239