ფეხბურთი

20:38 | 4.10.2014 | ნანახია NaN - ჯერ

ლიოვი: “ირლანდიასთან დაპირისპირება რთული იქნება”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩის წინ ირლანდიის ნაკრების მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

“მსოფლიო ჩემპიონატის მოგება სულაც არ ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე ავტომატურად მოვხვდებით. თუმცა მჯერა, რომ ირლანდიასთან და პოლონეთთან ჩატარებული მატჩების შემდეგ, აღნიშნულ ტურნირს უფრო მივუახლოვდებით. ირლანდიამ შესარჩევი ეტაპი ჩვენს მსგავსად მოგებით დაიწყო. მათ ახალი მწვრთნელი, მარტინ ონილი ჰყავთ და ამ ფორმაციის ნაკრებთან დაპირისპირება რთული იქნება. ირლანდიელთა უმრავლესობა პრემიერლიგაში თამაშობს და მათთან მოდუნება არ ღირს. დაძაბული ბრძოლის მოლოდინში ვარ.” - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.

ევრო-2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე D ჯგუფში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად მყოფი გერმანიის ნაკრები 11 ოქტომბერს პოლონეთს სტუმრად დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს შინ ირლანდიის ნაკრებთან გაარკვევს ურთიერთობას.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.066325