ფეხბურთი

11:10 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა ოპერაციას გაიკეთებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი პოლ პოგბა კოჭის ოპერაციას გაიკეთებს და რამდენიმე კვირა სარეაბილიტაციო პროცესის გავლა მოუწევს. როგორც The Telegraph-ი იუწყება, ფეხბურთელმა აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის მიიღო.

მიმდინარე სეზონში ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა და დეკემბერში პირველად ითამაშა თითქმის სამთვიანი უქმობის შემდეგ, თუმცა ტრავმა მიიღო. მიმდინარე სათამაშო წელს პოგბამ "მანჩესტერის" რიგებში რვა შეხვედრა ჩაატარა.

0.116272