კალათბურთი

10:28 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

სანაძის 10 ქულა და ოლივეირენშეს ზედიზედ მე-4 გამარჯვება

დუდა სანაძის ოლივეირენშემ პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 გამარჯვება იზეიმა.

ქართველი ლეგიონერის გუნდმა გასვლით მატჩში ერთ-ერთ აუტსაიდერ მაიას 95:73 სძლია, გადამწყვეტი კი მე-3 მეოთხედის სასტარტო წუთები გამოდგა, რომელიც სტუმრებმა 18:0 (!) მოიგეს.

სანაძეტ სასტარტო ხუთეულში იყო და 22:45 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

დუდამ 6-დან 3 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ოლივეირენშე 11 მოგებით და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 11 იანვარს, შინ, პირველ პოზიცაზე მყოფ ბენფიკასთან ჩაატარებს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094163