მადრიდის „რეალმა“ „ფლამენგოს“ ნიჭიერ შემტევ რეინიერ ჟესუს კარვალიოსთან შეთანხმებას მიაღწია და დიდი შანსია, რომ ტრანსფერი უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდეს.
„სამეფო კლუბი“ 17 წლის ბრაზილიელი ტალანტის სანაცვლოდ 35 მილიონ ევროს გაიღებს, ხოლო პირადი კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
რეინიერმა „ფლამენგოს“ რიგებში 14 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის შესრულება მოასწრო. „რეალი“ კი ბოლო დროს ბრაზილიურ ბაზარზე აქტიურად მუშაობს და როგორც ჩანს, რეინიერი ვინისიუსისა და როდრიგოს შემდეგ მადრიდელთა მორიგი ახალი ტალანტი იქნება.