ევროლიგის მე-17 ტურის ტოპ 10 საუკეთესო მომენტში თორნიკე შენგელიას ორი ჩატენვა მოხვდა. კატალონიის „ბარსელონასთან“ ჩვენებურმა ჩინებულად ითამაშა და მატჩის გმირი გახდა.
შენგელიას ერთ დანქს ათეულში მერვე პოზიცია ერგო, ხოლო მეორე დანქი, რომელმაც „ბასკონიას“ გამარჯვება მოუტანა და სამმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულებინა, საერთოდაც პირველ ადგილზე გავიდა.
თორნიკემ საფინალო სირენამდე 39 წამით ადრე, როდესაც ანგარიში 74:74 იყო, მეტოქეს (ნიკოლა მიროტიჩს) ბურთი თავზე გადაატენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 76:74.