ფეხბურთი

0:50 | 5.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

0:3-დან 3:3! ინგლისის მესამე დივიზიონის აუტსაიდერის სასწაული პრემიერლიგის მეტოქესთან (+VIDEO)

ინგლისის ასოციაციის თასზე პრემიერლიგის ბინადარი „უოტფორდი“ საკუთარ მოედანზე ლიგა 1-ის (რანგით მესამე დივიზიონი) წევრ „ტრენმერ როვერსს“ დაუხვდა და ცხადია, აშკარა ფავორიტად განიხილებოდა.

თამაშიც „უოტფორდის“ კარნახით დაიწყო და 34-ე წუთისთვის მასპინძლები სამბურთიანი უპირატესობით იგებდნენ (3:0).

თუმცა, 65-ე წუთიდან 87-ე წუთამდე განწირულად შერაცხულმა „ტრენმერმა“ პატარა სასწაული მოახდინა და ანაგრიშის გათანაბრება შეძლო. შედეგად, „ვიკერეიჯ სთედიუმიდან“ თავაწეული გავიდა და 1/16 ფინალში გასვლის შანსიც შეინარჩუნა.

საინტერესოა, რომ "ტრენმერ როვერსი" ლიგა 1-ის 23-გუნდიან ჩემპიონატში 21-ე ადგილზეა, გასავარდნ ზონაში. მიუხედავად ამისა, პრემიერლიგურ მეტოქესთან ტოლ-სწორად და ღირსეულად ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101875