ფრანგულმა „ნანსიმ“ საკუთარ გულშემატკივრებს მოსაწვევი ბარათები დაურიგა საშობაო ზეიმის შემდეგ და საშინაო არენაზე, „სტად მარსელ პიკოზე“ მიიპატიჟა.
ყველა მოსაწვევ ბარათს ერთი ლოზუნგი ამშვენებდა: „ჩემი ადგილი აქ არის“.
თუმცა, კოორდინატებში შეცდომა იყო და სტადიონის ნაცვლად სასაფლაოს მისამართი გახლდათ მითითებული, „მარსელ პიკოს“ არენადან 3 კმ-ის დაშორებით. ბუნებრივია, შეცდომა მალევე იქნა აღმოჩენილი და „ნანსიმ“ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა.