ფეხბურთი

21:53 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია "რუბინის" ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს

სოლომონ კვირკველია ყაზანის „რუბინის“ ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. Business-gazeta-ს ვერსიით, ქართველი ფეხბურთელი ყაზანური გუნდის საუკეთესო 11-ეულში მოხვდა, ვისაც „რუბინში“ 2010-2019 წლებში უთამაშია.

„ნავასი-კვირკველიას დუეტმა 2014-2015 წლების სეზონში „რუბინის“ წარმატებაში დიდი ითამაშა. ესპანელმა ქართველის განვითარებას ხელი ნამდვილად შეუწყო და დაცვაში თამაშის გაგების განსხვავებულ დონეზე აიყვანა. კვირკველიაში „რუბინმა“ დიდი პოტენციალი დაინახა და თავის დროზე მთავარ გუნდში დააწინაურეს.

სალვატორე ბოკეტი და ივან მარკანოც ყაზანში კარგად თამაშობდნენ, მაგრამ იქ დიდხანს არ დარჩენილან. კვირკველიამ კი „რუბინში“ ოთხი განსხვავებული მწვრთნელის ხელმძღვანელობით ითამაშა, გახდა კლუბის ლიდერი და „ლოკომოტივიში“ გადავიდა არა საკუთარი ნებით, არამედ მწვრთნელ ხავი გრასიასთან უთანხმოების გამო. მოსკოვურ გუნდში ქართველმა ყველა შესაძლო ჯილდო მოიპოვა რუსეთის მასშტაბით და დაადასტურა თავისი მაღალი დონე“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია „რუბინში“ 2011-2016 წლებში თამაშობდა და 111 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 2012 წელს რუსეთის თასი მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116733