იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებას გეგმავს. Daily Star-ის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონი“ მზადაა ფრანგის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გაიღოს და ადრიენ რაბიოს სატრანსფერი უფლებებიც ინგლისელებს გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ პოგბა დღითიდღე უკმაყოფილოა „ოლდ ტრაფორდზე“ ყოფნით და მინო რაიოლამ ამის შესახებ საჯაროდაც ისაუბრა.
პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც იყო. ახლა კი, იტალიური გრანდის გარდა, „რეალსაც“ აქტიურად უკავშირებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაბიო და 70 მილიონი ნამდვილად ღირს გაშვებად, რაბიოც კარგი დამატება იქნება და მაგ ფულად კიდე მოიყვანენ ვინმეს.
ამან ჯობია თავის თმების ღებვას მიხედოს იუვეში გადასვლას