ფეხბურთი

1:19 | 4.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

23 წლის ფრანგი ფეხბურთელი გარდაიცვალა

ფრანგული „გინგამის“ თავდამსხელი ნატაელ ჟულანი გარდაიცვალა. 23 წლის ფეხბურთელის სიცოცხლე 3 იანვარს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დასრულდა.

ადგილობრივი დროით 16:20 საათზე ქალაქ სენ-ბრიესთან ახლოს ჟულანმა საკუთარ მანქანაზე კონტროლი დაკარგა და გზიდან გადავარდა. ავარიის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

სამედიცინო პერსონალი ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელის გადარჩენას უშედეგოდ ცდილოდა. ნატაელ ჟულანი „ლე ავრის“ აკადემიის აღზრდილი იყო და „გინგამის“ გარდა „ვალანსიენშიც“ უთამაშია.

0.154191