ფეხბურთი

23:12 | 3.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფრანგი ფეხბურთელი ყურსასმენების წინააღმდეგია: "ეს ხალხის უპატივცემულობაა"

თანამედროვე ფეხბურთში ალბათ უკვე იშვიათია ისეთი ფეხბურთელების ნახვა, რომლებსაც თამაშის წინ ყურსასმენები არ უკეთიათ. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც გუნდის ავტობუსიდან ჩამოდიან და გულშემატკივრებს ხვდებიან.

თუმცა, ფრანგული „ნიმის“ მეკარისთვის, პოლ ბერნარდონისთვის ეს სრულიად მიუღებელია და 22 წლის მოთამაშის განცხადებით, მაყურებლები პატივისცემას იმსახურებენ.

„არ მინდა ყურსასმენები მეკეთოს, როდესაც გუნდის ავტობუსიდან ჩამოვდივარ. ეს პატივისცემის საკითხია. ჩვენ პუბლიკისთვის ვთამაშობთ და როდესაც ხალხს ვხვდებით, მათ უნდა მოვუსმინოთ. საკუთარ თავთან სწორად ვერ ვიცხოვრებ თუ ბავშვი გამომრჩება, რომელიც ავტოგრაფს მთხოვს“, - თქვა ბერნარდონიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140871