ფეხბურთი

22:20 | 3.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"აინტრახტმა" გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი დაიმატა

გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი რაგნარ ახე კარიერას "აინტრახტში" გააგრძელებს. როგორც ფრანკფურტელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ივლისამდე გააფორმა.

ახე ჰოლანდიური "სპარტას" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2017 წელს დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში რაგნარმა ერედივიზიონში 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. ახემ გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099328