ფეხბურთი

20:24 | 3.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა "მილანში" დაბრუნების პირველივე დღეს ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა

„მილანი“ სეზონის მეორე ნაწილისთვის აქტიურად ემზადება და დღეს ამხანაგური შეხვედრა სამოყვარული გუნდის, „როდენსეს“ წინააღმდეგ ჩაატარა.

„როსონერიმ“ ეს სპარინგი არამეგობრული ანგარიშით, 9:0 მოიგო და ნიშანდობლივია, რომ ერთი გოლის გატანა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მოახერხა. ამასთან საგოლე პასიც შეასრულა.

შვედი „მილანმა“ ოფიციალურად დღეს წარადგინა და დღესვე, პირველივე შეხვედრაში სკანდინავიელმა გოლის გატანა შეძლო. ზლატანის ოფიციალური ხელმეორე დებიუტი კი, 6 იანვარს, გენუის „სამპდორიასთან“ შეხვედრაში შედგება.

0.115167