კალათბურთი

2:29 | 3.01.2020 | ნანახია NaN - ჯერ

შენგელია "ბასკონიას" ევროლიგაში წარუმატებელი სერიის დასრულებაში დაეხმარა

ევროლიგაში სამმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა „ბასკონიამ“, რომელმაც ესპანურ დერბიში „ბარსელონას“ უმძიმეს ბრძოლაში, 76:74 აჯობა. შეხვედრის მიმდინარეობა, ესოდენ დაძაბულ ბრძოლას არ მოასწავებდა, რადგან ვიტორიელებმა პირველი ტაიმი 16 ქულით მოიგეს, თუმცა შესვენების შემდეგ კატალონელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს, მაგრამ წაგებას ვერ გადაურჩნენ.

აღნიშნულ გამარჯვებაში „ბასკონიას“ კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თავისი წვლილი შეიტანა. ქარველმა მძიმე ფორვარდმა 31:09 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. თორნიკემ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ისროლა, ხოლო საჯარიმო ხაზზე არ დამდგარა. შედეგად, შენგელიას მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა, რითაც თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ჰენრი პიერიას ჩამორჩა (22).

„ბასკონიას“ რიგებში მეტ ჯენინგი კი, 29 წუთში 8 ქულით, 2 მოხსნითა და 2 პასით გამოირჩა.

ვიტორიელებს 17 ტურის შემდეგ 7 გამარჯვების წილ 10 მარცხი აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას „ბასკონია“ 10 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ფენერბახჩესთან“ ჩაატარებს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:13 | 10.12.2021
kakhaberry (2630)

ბარსას სავარაუდო მეტოქეები?
თუ ა, ჰო ))

02:26 | 09.12.2021
Kobe Bean (21687)

ბურთების სხვაობა 2-9-ზე მინუს 7,აზრზე ხართ ხოლოდ 2 გატანილი გოლი 6 თამაშში.პირველ ორ ტურში საერთოდ ნოლი კარში დარტყმა და 21-ე საუკუნეში პირველად ჯგუფში ჩარჩენა.ბარსელონაზეა აქ საუბარი და არა რომელიმე პატარა გუნდზე.რა შეიცვალა ბარსაში წინა სეზონთან შედარებით?მესი წავიდა.თავად გამოიტანეთ დანარჩენი დასკვნები და მერე იპროფესორეთ

02:30 | 09.12.2021
Kobe Bean (21687)

და თან ეს ამბები ხდება ბენფიკა-კიევის ჯგუფში.იმასაც ხო გააჩნია რა ჯგუფში რჩები და რა ჯგუფში აფიქსირებ 2-9 ბალანსს ბურთებში.ბენფიკამ ჩატოვა ჯგუფში და არა რომელიმე ძლიერმა გუნდმა.ეხლა გადახედეთ კრისტინას წასვლის შემდეგ რა შედეგები დადეს მაგისმა გუნდებმა ლიგაზე გინდ მანჩესტერმა გინდ რეალმა და გინდ იუვემ

02:07 | 09.12.2021
Bachana705 (373)

ჩელსის ყველაზე ნაკლები ვარიანტები გამოუვიდა. ეგრეც არის.
რეალი გაასწორებდა უფრო.

0.067863