ფეხბურთი

0:58 | 3.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" შვედი ტალანტი დაიმატა

იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა „იუვენტუსმა“ დეიან კულუსევსკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. შვედი ფეხბურთელის სანაცვლოდ „ბებერმა სინიორამ“ 35 მილიონი ევრო გაიღო, თუმცა მომავალში ბონუსების სახით 9 მილიონი ევროს გადახდაც მოუწევს.

19 წლის კულუსევსკი ამჟამად იჯარით „პარმაში“ თამაშობს, სადაც შესანიშნავ სეზონს ატარებს და „იუვენტუსის“ ყურადღებაც ამიტომ მიიქცია.

„2020 წლის უკეთესად დაწყება წარმოუდგენელი იყო. ძალიან ბედნიერი ვარ ეს დიდი დღეა ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც ჩემთან ერთად მუშაობს“, - თქვა დეიანმა.

ნიჭიერმა შვედმა შემტევმა მიმდინარე სეზონში სერია A-ში 16 შეხვედრაში 4 გოლის და 7 საგოლე პასის შესრულება მოასწრო.

0.11344