ფეხბურთი

21:09 | 2.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

მატია პერინი "ჯენოაში" დაბრუნდა

ტურინის „იუვენტუსის“ აწ უკვე ყოფილი მეკარე მატია პერინი „ჯენოაში“დაბრუნდა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ჯანლუიჯი ბუფონის ტურინულ გრანდში დაბრუნებამ მატიას „იუვეში“ თამაშის შანსები ძალიან შეამცირა და ის მესამე მეკარე გახლდათ, რამაც პერინს კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიაღებინა.

აქვე გეტყვით, რომ იტალიელი კიპერი „იუვეში“ სწორედ „ჯენოადან გადავიდა და ტურინული კლუბის მაისური მხოლოდ 9-ჯერ მოირგო.

0.149808