ფეხბურთი

20:36 | 2.01.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდი" ალკასერს 40 მილიონად დათმობს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" თავდამსხმელმა პაკო ალკასერმა შესაძლოა კარიერა მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელოს. როგორც AS-ი იუწყება, ერლინგ ჰოლანდის დამატების შემდეგ გერმანულმა კლუბმა ესპანელის გაყიდვა გადაწყვიტა. გუნდის დატოვება სურს ასევე პაკოს და ფეხბურთელით მადრიდის "ატლეტიკოა" დაინტერესებული.

ალკასერი "დორტმუნდმა" "ბარსელონადან" 2018 წელს ინათხოვრა და შემდეგ 2019 წელს გამოისყიდა. პაკომ გერმანული გუნდის მაისურით 47 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა. "დორტმუნდამდე" ალკასერი "ვალენსიაში", "ხეტაფესა" და "ბარსელონაში" ასპარეზობდა.

0.120347