ინგლისური „ლივერპულის“ ლიდერი სადიო მანე მადრიდის „რეალის“ ინტერესის სფეროშია. Le 10 Sport-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ აფრიკელი შემტევის აგენტთან უკვე კონტაქტზე არიან და მოლაპარაკებები დაიწყეს.
ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის შესახებ დეტალური ცნობა არ გავრცელებულა, თუმცა ინგლისური გრანდი სენეგალელს ადვილად არ შეელევა.
მანე „ლივერპულში“ 2016 წლიდან თამაშობს და 150 მატჩში 73 გოლი აქვს გატანილი. სადიოსა და „ლივერპულს“ შორის კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გათვლილი.