ტურინის „იუვენტუსის“ მცველის, მატიას დე ლიხტის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლეინის შესახებ ისაუბრა და კატალონიის „ბარსელონა“ გააკრიტიკა. რაიოლას თქმით, კატალონიაში დე ლიხტი ყველივით ადვილად შესაძენი პროდუქტი ეგონათ.
„იუვენტუსს“ დე ლიხტის შეძენა ერთი წლისაც სურდა. მინდა ერთი რამ ყველასთვის გასაგები იყოს - მატიასს ფული პირველ ადგილზე არასდროს დაუყენებია და მისთვის მთავარი თამაშია. ნედვედთან ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს და ხშირად ვსაუბრობთ. პაველმა მითხრა, რომ დე ლიხტი უფრო მეტად თავხედია,ვიდრე თავად იყო.
ბევრი ფიქრობდა, რომ მატიასი „ბარსელონაში“ უნდა გადასულიყო. „ბლაუგრანაში“ ფიქრობდნენ, რომ დე ლიხტი ყველი იყო და ადვილად შეიძენდნენ. მათ ამისთვის არასწორი და მცდარი გზა აირჩიეს“, - თქვა რაიოლამ.
შეგახსენებთ, რომ რაიოლამ რამდენიმე დღის წინ „მანჩესტერ იუნაიტედიც“ გააკრიტიკა. დე ლიხტი კი „იუვენტუსს“ ზაფხულში 85 მილიონ ევროდ შეუერთდა.