საქართველოს ნაკრებისა და „სან ხოსეს“ მცველი გურამ კაშია „ვიტესის“ ბოლო ათწლეულის რეკორდსმენია.
Opta-ს ცნობით, არნემელთა მაისურით ჰოლანდიის ერედივიზიონში 2010 წლიდან დღემდე ყველაზე მეტი 244 თამაში კაშიამ ჩაატარა და ბუნებრივია, ეს რეკორდია.
შეგახსენებთ, გურამი ჰოლანდიური გუნდის რიგებში 2010-2018 წლებში თამაშობდა და უშუალოდ ერედივიზიონში ხსენებულ 244 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ყველა ტურნირის ჩათვლით კი, 292 შეხვედრაში თავი 24-ჯერ გამოიჩინა და 2017 წელს ჰოლანდიის თასი მოიგო.