მადრიდის „რეალის“ მეკარე ტიბო კურტუა სკანდალში გაეხვა. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ბელგიელს უკანანო შვილი ჰყავს დაქორწილებული ქალბატონისგან.
ელზა იზაკი კურტუას მეზობელია, უიმბლდონის მახლობლად მდებარე 3 მილიონის ღირებულების აგარაკიდან.
Daily Star-ი იტყობინება, რომ რომანტიკული შეხვედრები სასტუმროში ხდებოდა, როდესაც „ჩელსი“ შეკრებაზე იმყოფებოდა და კურტუას მეუღლე მარტა დომინგესი ფეხმძიმედ იყო.
ელზა ყოფილი მოდელი და ამჟამად სტილისტია, ხოლო ბავშვი ენცო 2017 წლის სექტემბერში დაიბადა.