„მონტერეი“ მექსიკის ჩემპიონი გახდა და ტიტული ყველაზე ემოციური გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის, ანტონიო მოჰამედისთვის იყო, რადგან გარდაცვლილი შვილისთვის მიცემული პირობა შეასრულა.
2006 წელს, ანტონიოს ვაჟი, ფარიდი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა და მომაკვდავ შვილს მამამ პირობა მისცა: „მონტერეისთან“ ერთად ტიტულს მოვიგებ და შენ მოგიძღვნი“.
ანტონიომ მნიშვნელოვანი დაპირება 14 წლის შემდეგ შეასრულა და გაჩემპიონების შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა. აქვე გეტყვით, რომ "მონტერეი" 2010 წლის შემდეგ პირველად გახდა მექსიკის ჩემპიონი.
ფარიდი 2006 წელს ავტოსაგზაო კატასტროფის შედეგად გარდაიცვალა. ოთხი დღის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა, მაგრამ ექიმების ყოველი მცდელობა მისი სიცოცხლე გადაერჩინათ უშედეგო გამოდგა. მამამ კი პირობა მისცა, რომელიც აასრულა და ახლა ფარიდს შეუძლია მშვიდად განისვენოს.