სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
რაგბი

12:25 | 5.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კაცნაკლულმა “ყოჩებმა” ლიდერობა განიმტკიცა

ბოლნისის “ყოჩებმა” თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ მთელი მეორე ტაიმი კაცნაკლულმა ითამაშა, 10 წუთით მოედანზე 13 კაცის ამარაც დარჩა, მაგრამ საწადელს მაინც მიაღწია და 19:18 მოგებით ლიდერობა ნოემბრამდე განიმტკიცა.

მე-5 ტურის ცენტრალური შეხვედრა დაძაბული გამოდგა. თამაში სტუმართა იერიშებით დაიწყო და მასპინძლები საკუთარი ჩათვლის მოედნიდან 5 მეტრში დაჯარიმდნენ. “ყოჩებმა” ლელოზე თამაში არჩიეს და მოლით ხაზიც გადაკვეთეს, მაგრამ მცველებმა ბოლნისელებს უკან დაახევინეს. “ლოკომოტივმა” თავისი შერკინება რომ დათმო, ამას ჯაბა კიკვიძის ლელო მოჰყვა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა. თბილისელებმა მე-9 წუთისთვის მოახერხეს ცენტრალური ხაზის გადაკვეთა, მოლით დაახლოებით 10 მეტრი იარეს, ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და ბექა წიკლაურმა 35 მეტრიდან ანგარიში გახსნა.

“ყოჩებმა” მალევე მიიღო წონასწორობის აღდგენის შანსი და თემურ სოხაძის დარტყმულმა ძელებს შორის გაიარა, მაგრამ ჰორიზონტალური ძელს ქვევით. ტაიმის შუაში მეტოქის 22-ში ჩაკიდებულ ბურთს სამმა “ყოჩმა” მიასწრო, რატი გარუჩავამ ის ირაკლი გეგენავას გადაუგდო და მანაც მარჯვენა ალამთან დაამიწა, ხოლო სოხაძემ გარდასახვით სტუმრები 7:3 დააწინაურა.

მალევე სოხაძემ ჯარიმით კვლავ მიიღო უპირატესობის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ 40 მეტრიდან დარტყმულმა კარამდე ვერ მიაღწია.

28-ე წუთზე “ლოკომოტივს” თამაშში გარდატეხის შეტანის პირველი შესაძლებლობა მიეცა. დერეფანში ჩხუბი რომ ატყდა, რეფერიმ ბეჩანა გოგიშვილი გაასინბინა და თბილისელებმაც სალელოვედ შეუტიეს, მაგრამ “ყოჩებმა” თავი კარგად დაიცვა. მეტობის გამოყენება ვერ მოხერხდა და შემადგენლობების გათანაბრების შემდეგ უკვე ბოლნისელებმა შეუტიეს, ჯარიმის უფლება მიიღეს და სოხაძემ საკუთარ გუნდს ტაიმი 10:7 მოაგებინა.

მეორე ტაიმში კიდევ ერთი გარდამტეხი მომენტი დადგა. მასპინძლებმა” პირველივე წუთებიდან შეუტიეს და “ყოჩები” საკუთარ 22-ში ზედიზედ ოთხჯერ დაჯარიმდა. მესამე ჯარიმა გოგიშვილს მეორე ყვითელ და შესაბამისად, წითელ ბარათად დაუჯდა, ხოლო მეოთხე ჯერზე რეფერიმ სინბინი დავით ხიდეშელს გამოუწერა და ბოლნისელებს ერთბაშად ორი პირველხაზელი გამოაკლდათ. 13-მა სტუმარმა გარკვეული დროით გაძლო, მაგრამ ბოლოს ამხელა რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გააკეთა და გიორგი ბიწაძემ ალამთან ლელო გაიტანა, მაგრამ წიკლაურს გარდასახვა გაუცუდდა და “ლოკომოტივი” მდევრის როლში დარჩა.

თამაში რომ განახლდა 2-კაცნაკლულმა “ყოჩებმა” ორჯერ შეუტია და ლელოს გატანის შესაძლებლობაც მიეცა. ჯერ ლევან შენგელიამ გაჭრა ხაზი, მიზნამდე სულ ცოტა დააკლდა და მერე პასმა არ ივარგა, ხოლო მეორედ ნიკა ჩხიკვაძემ მოიგო მეტოქის დერეფანი და თავად შეუტია, მაგრამ ხაზზე ისიც შეაჩერეს. ბოლნისელებს გასინბინებული მორაგბე რომ დაუბრუნდათ, ორჯერ მოიპოვეს ჯარიმის შესრულების უფლება და სოხაძემ ორივე შანსი გამოიყენა - 16:8, მატჩის დასრულებამდე კი დაახლოებით 20 წუთი რჩებოდა. “ლოკომოტივმა” ძალის უპირატესობის გამოყენება სცადა და მისთვის ტრადიციულად, მოკლე დარტყმებით უტია. “ყოჩების” დაცვა 71-ე წუთზე გატყდა და შალვა კლიმიაშვილმა ბურთი მათ ჩათვლის მოედანში დაამიწა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ეს თითქოს გარდამტეხი უნდა ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ 75-ე წუთზე სტუმრებმა ლელოსგან თავის დაცვა მხოლოდ ჯარიმის ხარჯზე მოახერხეს და წიკლაურმა ზუსტი დარტყმით “ლოკომოტივი” 18:16 დააწინაურა, მაგრამ საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე ჯარიმის შესრულების უფლება “ყოჩებმაც” მოიპოვა, სოხაძემ ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში 19:18 მოაგებინა. ამრიგად, “ყოჩებმა” ზედიზედ მეხუთე მატჩში იმარჯვა, უახლოეს მდევარს 5 ქულით უსწრებს და მინიმუმ მე-7 ტურამდე მის ლიდერობას საფრთხე აღარ ემუქრება.

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

V ტური

4 ოქტომბერი

თბილისი. “შევარდენი”. 100 მაყურებელი

თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 9:17 (3:7)

თიბიეს უნივერსიტეტი: 15. მერკვილიშვილი, 14. ლაზარიშვილი, 13. კორკელია (მჭედლიშვილი 53), 12. ჟვანია, 11. ჯოგლიძე, 10. ჯინაშვილი (მოლოდინაშვილი 56), 9. ჯ. ღამბაშიძე (ნარსულაევი 66); 1. გაგნიძე (ორაგველიძე 21), 2. თედორაძე (სუთიძე 19-24, 66), 3. ფსუტური (ხაბაშვილი 67), 4. მახარაძე (საბანაშვილი 50), 5. ნიშნიანიძე, 6. ნიბლაძე, 7. გოგლიძე, 8. არველაძე (ქუთათელაძე 46, გაგნიძე 77).

3 ჯარიმა: ჯოგლიძე

ხარები: 15. თეგეთაშვილი, 14. გულიტაშვილი, 13. ბერძული, 12. რ. ღამბაშიძე, 11. გ. ბებიაშვილი (ბ. ბებიაშვილი 31), 10. ბასილაია (ჭაავა 21-24), 9. ხუციშვილი; 1. მაჭარაშვილი, 2. თაგაური (აღაშვილი 61), 3. წიკლაური (მელიქიძე 58), 4. ხელია (ქვლივიძე 63), 5. ცხადაძე, 6. გოგიაშვილი, 7. ღამბარაშვილი (ქარუხნიშვილი 53), 8. მღებრიშვილი.

2 ლელო: გ. ბებიაშვილი, მელიქიძე

2 გარდასახვა: ხუციშვილი

1 ჯარიმა: ხუციშვილი

რეფერი: ჩიხლაძე

კიდეებზე: მჟავანაძე, საჯაია

თბილისი. “ავჭალა”. 800 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - ყოჩები (ბოლნისი) 18:19 (3:10)

ლოკომოტივი: 15. წიკლაური, 14. გ. ბიწაძე, 13. ძნელაძე, 12. კავთიძე, 11. ქავთარაძე, 10. ჭინჭარაული, 9. კლიმიაშვილი (დავითაშვილი 75); 1. ბეჟიაშვილი (კაკაბაძე 59), 2. ზარიძე (გენებაშვილი 58), 3. ბალიაშვილი (მაღალდაძე 75), 4. გეგია, 5. კვანტიძე, 6. ახვლედიანი (ელოშვილი 63), 7. ფ. გასვიანი, 8. ბ. ბიწაძე.

2 ლელო: გ. ბიწაძე, კლიმიაშვილი

1 გარდასახვა: წიკლაური

2 ჯარიმა: წიკლაური

ყოჩები: 15. შ. მახარაშვილი, 14. ხუციშვილი, 13. ხარშილაძე, 12. გარუჩავა (გოგოლაშვილი 75), 11. გეგენავა, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. გოგიშვილი, 2. ხიდეშელი, 3. შენგელია (ესაკია 60, სვანიძე 73), 4. გრძელიშვილი, 5. არჩუაშვილი, 6. კიკვიძე (ხოსიტაშვილი 50), 7. აფციაური (ტყეშელიაძე 80+3), 8. ჩხიკვაძე.

1 ლელო: გეგენავა;

1 გარდასახვა: სოხაძე

4 ჯარიმა: სოხაძე

2 სინბინი: გოგიშვილი (28), ხიდეშელი (45)

1 გაძევება: გოგიშვილი (44)

რეფერი: თევზაძე

კიდეებზე: ამაშუკელი, მასხარაშვილი


1.ყოჩები5500118-6121
2.ხარები5311124-7416
3.ლელო სარ.421174-6110
4.ლოკომოტივი420265-5410
5.ჯიქები420234-499
6.არმია420252-819
7.ბათუმი420256-698
8.აია410361-806
9.არმაზი310245-475
10.თიბიეს უნივ.500573-1262

5 ოქტომბერი

თბილისი. “შევარდენი”. 16:00 საათი

ლელო სარასენსი (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 16:00 საათი

არმია (თბილისი) - აია (ქუთაისი)

6 ოქტომბერი

თბილისი. “შევარდენი”. 15:30

არმაზი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.267873