ფეხბურთი

13:45 | 30.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" 60 წლის წინანდელი ცუდი შედეგი გაიმეორა

"არსენალმა" პრემიერლიგის მე-20 ტურის მატჩში "ჩელსისთან" შინ 1:2 წააგო. ლონდონელებმა საშინაო ბოლო ოთხივე მატჩი წააგეს, ბოლოს მსგავსი შედეგი 60 წლის წინ 1959 წლის დეკემბერში დაფიქსირდა.

"არსენალმა" "სიტისთან" (0:3), "ბრაიტონთან" (1:2), "აინტრახტთან (1:2) და "ჩელსისთან" (1:2) წააგო.

მიმდინარე სეზონში "არსენალი" ცუდად ასპარეზობს. პრემიერლიგაში 20 ტურის შემდეგ ლონდონელები 24 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან.

თეგები\"არსენალი\"
0.113396