გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ხუთი შეხვედრა გაიმართა.
„ლეიკერსმა“ შინ „დალასი“ 108:95 დაამარცხა. „ლეიკერსი“ პირველსავე პერიოდში დაწინაურდა და მთელი შეხვედრა ტეხასელები მდევრის როლში იყვნენ. ენტონი დევისმა 23 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა. ლუკა დონჩიჩს 19 ქულა ჰქონდა. ლებრონ ჯეიმსმა 13 ქულა, 13 პასი და 6 მოხსნა მიითვალა. „ლეიკერსი“ 26 მოგებით და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
„ნიუ ორლეანმა“ საკუთარ დარბაზში „ჰიუსტონი 127:112 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეოთხე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ნიუ ორლეანელებმა 41:19 მოიგეს. 27 ქულით ინგრამი გამოირჩა. მწვრთნელის გადაწყვეტილებით ჰარდენი პარკეტზე არ შესულა, ხოლო უესტბრუკი საერთოდ განაცხადში არ ყოფილა.
„დენვერმა“ შინ „საკრამენტო“ 120:115 დაამარცხა. დენვერელები მეორე პერიოდის ბოლო დაწინაურდნენ და მატჩის ბოლომდე ანგარიშით წინ იყვნენ. ყველაზე მეტი 27 ქულა ნემანია ბიელიცას ანგარიშზეა. „დენვერმა“ ტრადიციულად გუნდური კლათბურთი ითამაშა და შვიდმა მოთამაშემ მინიმუმ 11 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 19 ქულა ბარტონმა მიითვალა. ამ მოგებით „დენვერი“ დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე გადავიდა.
„ტორონტო“ – „ოკლაჰომა“ 97:98 (20:22, 27:25, 33:29, 17:22)
https://www.youtube.com/watch?v=MWY797C75Is
„დენვერი“ – „საკრამენტო“ 120:115 (31:32, 31:25, 26:24, 32:34)
https://www.youtube.com/watch?v=G4k9YurVjVw
„მემფისი“ – „შარლოტ ჰორნეტსი“ 117:104 (31:20, 25:26, 30:29, 31:29)
https://www.youtube.com/watch?v=xAgDIvJSo7o
„ნიუ ორლეანი“ – „ჰიუსტონი“ 127:112 (36:37, 28:27, 22:29, 41:19)
https://www.youtube.com/watch?v=QoPSpNuMXoU
„ლეიკერსი“ – „დალასი“ 108:95 (25:19, 29:24, 30:26, 24:26)
https://www.youtube.com/watch?v=GVTeTRMrNj8