ფეხბურთი

14:39 | 29.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენი "მანჩესტერში" გადავა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი მზადაა დამდეგი სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედში“ ითამაშოს. Telegraph-ის ინფორმაციით, დანიელმა ფეხბურთელმა შესაძლოა უახლოეს დღეებში „წითელ ეშმაკებთან“ წინასწარი კონტრაქტიც გააფორმოს.

ზაფხულში ერიკსენი „ოლდ ტრაფორდზე“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაინაცვლებს, რადგან „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

იყო იმის შანსიც, რომ ტრანსფერი იანვარში განხორციელებულიყო, მაგრამ ლონდონელებმა ფეხბურთელთან 50 მილიონ ევროზე ნაკლებად შელევა არ გადაწყვიტეს, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იციან, 6 თვეში მის სანაცვლოდ ვერაფერს მიიღებენ.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ დანიელით მადრიდის „რეალიცაა“ დაინტერესებული, მაგრამ როგორც ჩანს, ერიკსენის კარიერა ისევ ნისლიან ალბიონზე გაგრძელდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124058