შოტლანდიის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცვეი სკოტ მაკტომინეი ტრავმირებულია და ოთხი კვირის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა. ფეხბურთელმა მუხლის დაზიანება "ნიუკასლისთან" მატჩში მიიღო და სარეაბილიტაცო პეროდის გავლა მოუწევს.
სკოტი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და პირველ გუნდში 2017 წელს დააწინაურეს. მიმდინარე სეზონში მაკტომინეიმ 21 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.