ფეხბურთი

14:15 | 29.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" ჯაკას სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვს

შვეიცარიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გრანიტ ჯაკას სანაცვლოდ ლონდონის "არსენალი" 40 მილიონ ევროს ითხოვს და მზადაა ნახევარმცველი იანვარში გაუშვას. აღნიშნული ინფორმაცია Sky Italy ავრცელებს.

ჯაკას კლუბის ხელმძღვანელობასთან ურთიერთობა გაუფუჭდა და კლუბის დატვება უნდა. ფეხბურთელისადმი ინტერესს "ჰერტა" იჩენს, რომლის მწვრთნელი იურგენ კლინსმანია. სწორედ გერმანელ სპეციალიტს სურს გუნდის ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება შვეიცარიელით. ჯერჯერობით უცნობია ბერლინური კლუბი გადაიხდის თუ არა 40 მილიონ ევროს.

ჯაკა "არსენალმა" "გლადბახიდან" 2016 წელს დაიმატა. მას შემდეგ გრანიტმა "მეთოფეთა" მაისურით 150 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11554