ფეხბურთი

20:05 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: როინ კვასხვაძე "დინამოს" ფეხბურთელია

როინ კვასხვაძე „დინამო თბილისის“ ფეხბურთელია. აღნიშნული ინფორმაცია დედაქალაქური გუნდის ვებგვერდმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა.

კვასხვაძე „დინამოს“ ქუთაისის „ტორპედოდან“ შეუერთდა და გუნდთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

30 წლის ქართველ მეკარეს აქამდე „ზესტაფონის“, „ოთელოსის“, „პაფოსისა“ და „ტორპედოს“ რიგებში უთამაშია. კვასხვაძე ესპანელ ხოსე პერალესს შეცვლის, რომელმაც „დინამო“ უკვე დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118143