ზლატან იბრაჰიმოვიჩის „მილანში“ დაბრუნება ბოლო საათების მთავარი თემაა ევროპულ ფეხბურთში. იტალიური მედია კი იტყობინება, რომ შვედი ძლევ-ახალ გუნდს 1 იანვარს შეუერთდება.
გარდა ამისა, საინტერესოა რა ნომრით ითამაშებს ზლატანი იტალიურ გრანდში. მისი საყვარელი 9 ნომერი კშიშტოფ პიონტეკის განკარგულებაში, ხოლო 11 ნომერი, რომლითაც იბრა „მილანში“ 2010-2012 წლებში თამაშობდა ფაბიო ბორინის ეკუთვნის.
ამასობაში, Calciomercatoweb-ის ცნობით, იბრაჰიმოვიჩი შვეულ ეპატაჟურობას არ დაარღვევს და 1-ნომრიან მაისურს აირჩევს. სათადარიგო ვარიანტად კი 21 ნომერი განიხილება.
შეგახსენებთ, რომ შვედი „მილანის“ ღირსებას მიმდინარე სეზონის ბოლომდე დაიცავს.