ფეხბურთი

14:15 | 28.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "რეალისტები უნდა ვიყოთ, ჩვენი კონკურენტი "ლესტერია", საჩემპიონო რბოლა დასრულდა"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა დანებდა და დარწმუნებულია, რომ „ლივერპულს“ მისი გუნდი ვეღარ გადაასწრებს. ესპანელის განცხადებით, ახლა „სიტის“ მთავარი კონკურენტი „ლესტერია“ და თავის მოტყუებას აზრი არ აქვს.

„მატჩის ფინალურ ნაწილში თავის დაცვა ვერ შევძელით. მეტოქე წარმოუდგენლად იბრძოდა და ბოლო წამამდე არ დანებებულან. რა თქმა უნდა, შეიძლებოდა გოლების არგაშვება, მაგრამ ჩემი ფეხბურთელების მიმართ სასაყვედურო არ მაქვს, ყველაფერი გააკეთეს, რომ დადებითი შედეგი შეენარჩუნებინათ.

მოდით ვიყოთ რეალისტები: დროა შევწყვიტოთ ფიქრი „ლივერპულის“ შესახებ და ფოკუსირება „ლესტერის“ გარშემო მოვახდინოთ. საჩემპიონო რბოლა დასრულდა, „ლივერპულის“ დაწევა შეუძლებელია.

შემდეგ მატჩამდე 40 საათი გვაქვს დარჩენილი და ვეცდებით მაქსიმალურად მოვემზადოთ, რომ პრემიერლიგაში მეორე ადგილისთვის ვიბრძოლოთ და სხვა ტურნირებზე წარმატებულად კონკურენტუნარიანები ვიყოთ“, - განაცხადა გვარდიოლამ.

აქვე გეტყვით, რომ „მანჩესტერ სიტი“ მომდევნო მატჩს 29 დეკემბერს, „შეფილდ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავს. საინტერესოა, რომ გვარდიოლამ კარიერაში მეორედ წააგო ერთ გუნდთან სეზონში ორივე თამაში. პირველად ეს 2016-2017 წლების სეზონში „ჩელსისთან“ მოხდა, ხოლო მეორედ, „ვულვზთან“.

0.104701