ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ დაბრუნდა და ცხადია, ეს ამბავი ისე ვერ ჩაივლიდა, შვედი ორიგინალურად რომ არა გამოხმაურებოდა.
„იგივე ზლატანი, განსხვავებული ეშმაკი. „მილან“, მოვდივარ“, - დაწერა ტვიტერში სკანდინავიელმა.
მოგეხსენებათ, „მილანის“ "ეშმაკი" მეტსახელია და იბრაჰიმოვიჩმა ამით ხაზი გაუსვა, რომ გუნდის ძველ სიმაღლეზე დასაბრუნებად დაბრუნდა, რადგან „როსონერის“ მძიმე პერიოდი უდგას, ხოლო თავად მიიჩნევს, რომ ძველებურად ბრწყინვალე ფორმაშია.
შეგახსენებთ, ზლატანმა „მილანთან“ 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ მხარეებს ზაფხულში მისი 1 წლით გახანგრძლივების უფლებაც ექნებათ.