ფეხბურთი

22:18 | 27.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

კობიაშვილი: "დარწმუნებული ვარ ჯაბა ამ დაფასებას მოტივაციისთვის გამოიყენებს"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ჯაბა კანკავა დაასახელა. „ჯვაროსნების“ კაპიტანმა ოთარ კიტეიშვილსა და გიორგი ლორიას აჯობა.

სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ დაფასებას ჯაბა სამომავლოდ მოტივაციისთვის გამოიყენებს.

„მე თავს შევიკავებ შეფასებისგან, თუმცა ვიტყვი, რომ ჯაბამ ნამდვილად დაიმსახურა გამარჯვება, გამორჩეული ადამიანია, ფეხბურთელია და მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო. დარწმუნებული ვარ ეს დაფასება მისთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაცია იქნება თუნდაც მარტის თამაშებისთვის, რომელზეც ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. ჯაბა არამარტო საუკეთესო მოთამაშეა, საუკეთესო პიროვნებაცაა და ნამდვილად მაგალითია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი ფეხბურთელი“, - თქვა კობიაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112877