ფეხბურთი

21:45 | 27.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

დავითაშვილი: "სასიხარულია, რომ შრომა წლის ბოლოს დამიფასდა"

დღეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2019 წელი შეაჯამა და ტრადციულად წლის ბოლოს საუკეთესოები გამოავლინა.

2019 წლის საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ყაზანის „რუბინის“ შემტევი ზურიკო დავითაშვილი დასახელდა, რომელმაც ჩვენთან კომენტარი გააკეთა:

„რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც ფეხბურთელი ინდივიდუალურ პრიზს იგებს და საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე ხდება. ჩემთვისაც სასიხარულია, რომ შრომა წლის ბოლოს დამიფასდა. რაც შეეხება პირადად ჩემს, 2019 წელს. ველოდი იმას, რაც ამ წელს მოხდა და ვეცდები, რომ უფრო ძლიერი ვიყო მომავალში. 2020 წელს კი ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ და ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, დავითაშვილმა ერთი წლის წინ ალექსანდრე ჩივაძის სახელობის მედალიც მოიპოვა და მაშინ 19-წლამდე საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

0.117707