ფეხბურთი

16:20 | 27.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერმა მანჩესტერის თავდამსხმელი რონალდუს შეადარა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ულე-გუნარ სულშერმა, თავისი გუნდის ჭაბუკი შემტევი, მეისონ გრინვუდი შეაქო და კრიშტიანუ რონალდუს შეადარა.

„მეისონის მსგავსი ფეხბურთელი ცოტა თუ მინახავს. მას არაჩვეულებრივი ტექნიკა და ორივე ფეხით დარტყმა აქვს. ვიტყოდი ორივე ფეხით 50-50-ზე კი არა 60-60-ზე ურტყამს. კრიშტიანუსაც ჩინებული ცაცია აქვს, მაგრამ მეისონი ამას განსაკუთრებულად აკრთებს. მას ყველა პირობა აქვს რომ დიდი ვარსკვლავი გახდეს. თუმცა, ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს. ისევე, როგორც რაშფორდი აკეთებს.“ - ციტირებს სულშერის სიტყვებს The Sun.

მეისონ გრინვუდმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირში 8 გოლი გაიტანა. მეტი - 12 ბურთი, 20 წლამდე ასაკის მხოლოდ ერთმა მოთამაშემ, ჯეიდონ სანჩომ გაოტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119792