თამაშგარე

12:18 | 27.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

მილანის “ინტერის“ მოტრფიალე ტელეწამყვანი

საფეხბურთო კლუბ მილანის “ინტერნაცინალეს“ ტიფოზები სამართლიანად ამაყობენ ხოლმე იმით, რომ მათ სათაყვანო კლუბს მუდამ გამორჩეული ქომაგები ჰყავდა და სხვადასხვა პროფესიის მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული ისეთი ადამიანების სიას ჩამოახვავებენ, შეუძლებელია შთაბეჭდილება რომ არ მოახდინოს.

მილანური კლუბის ცნობილ ქომაგთა შორის ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობა მოიხვეჭა იტალიელმა თვალსაამო ტელეწამყვანმა ინეზ ტროკიამ, რომელიც მართალია წარმოშობით კამპანის რეგიონიდანაა და ბავშვობა ქალაქ ნეაპოლში გაატარა, მაგრამ როგორც თავად ამბობს მუდამ “ინტერისტა“ იყო.

ინეზ ტროკია ცნობილ იტალიურ ტელეარხ “რაი“-ზე მუშაობს და ერთ რამედ ღირს მის მიერ წაყვანილი სპორტული გადაცემების ხილვა. ამ გოგოს არც ფოტოობიექტივის წინ სამოსის სწრაფად შემოძარცვაში ყავს ბადალი და ისეთი თამამი ფოტოსესიებით იწონებს თავს - ბევრ მოდელს რომ არ დაესიზმრება.

0.130722