გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.
კოჭის ტრავმის შემდეგ პარკეტს ლუკა დონჩიჩი დაუბრუნდა, ტეხასურ დერბში „დალასმა“ „სან ანტონიოს“ 102:98 მოუგო. მესამე პერიოდის დასაწყისში „დალასი“ დაწინაურდა და მას შემდეგ გრეგ პოპოვიჩის შეგირდები მდევრის როლში იყვნენ. ლუკა დონჩიჩმა 24 ქულა, 10 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. “სან ანტონიოში“ დეროზანი გამოირჩა.
დრამატული შეხვედრა გამოვიდა „საკრამენტო“ „მინესოტას“ დაპირისპირება. მატჩის ძირითადი დრო 90:90 დასრულდა. პირველი ოვერტაიმიას შემდეგ ანგარიში 97:97 იყო. მეორე ოვერტაიმში „მინესოტამ“ უკეთესად ითამაშა და საბოლოოდ 105:104 მოიგო. ბოლო წამზე „საკრამენტოს“ შეხვედრის მოგების შნსი ჰქონდა თუმცა ჰოლმესს სიზუსტემ უმტყუნა. „მინესოტაში“ 21 ქულით და 15 მოხსნით დიენგი გამოირჩა. „ჰოლმესს 20 ქულა და 18 მოხსნა ჰქონდა.
„დეტროიტი“ – „ვაშინგტონი“ 132:102 (31:23, 37:25, 38:28, 26:26)
https://www.youtube.com/watch?v=5NDgiPDKBvs
„ბრუკლინი“ – „ნიუ იორკი“ 82:84 (15:24, 26:22, 20:33, 21:15)
https://www.youtube.com/watch?v=3fZ_m8XFJhg
„დალასი“ – „სან ანტონიო“ 102:98 (20:24, 32:23, 27:27, 23:24)
https://www.youtube.com/watch?v=U-y6EiTJ-94
„ოკლაჰომა“ – „მემფისი“ 97:110 (18:23, 29:26, 27:37, 23:24)
https://www.youtube.com/watch?v=-HFRO2ZyKhM
„საკრამენტო“ – „მინესოტა“ 104:105 (26:21, 22:29, 31:21, 11:19, ო.ტ. 14:15)
https://www.youtube.com/watch?v=WmMKnEaWXxg
„იუტა“ – „პორტლენდი“ 121:115 (37:22, 25:30, 34:24, 25:39)