ფეხბურთი

12:46 | 27.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულში" კლოპის პერიოდში მე-500 გოლი ფირმინომ გაიტანა

მას შემდეგ რაც იურგენ კლოპმა "ლივერპული" ჩაიბარა გუნდმა 500 გოლი გაიტანა, რომლის ავტორი რობერტო ფირმინო გახდა, აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sports-ი ავრცელებს.

ინგლისის ჩემპიონატის მე-19 ტურში "ლივერპულმა" გასვლაზე "ლესტერი" 4:0 გაანადგურა და ზუსტად ამ მატჩში გადაიტანა ფირმინომ კლოპისთვის საიუბილეო მე-500 გოლი.

კლოპმა "ლივერპული" 2015 წელს ჩაიბარა, მას შემდეგ ყველა ტურნირზე 144 შეხვედრა მოიგო, 57 ფრედ დაასრულა და 39 წააგო.

პრემიერლიგაში "ლივერპული" 52 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორე პოზიციაზე მყოფ "ლესტერს"13 ქულით უსწრებს.

0.15655