ფეხბურთი

9:08 | 27.12.2019 | ნანახია 1392 - ჯერ

კარაგერი: „დღეისათვის „ლივერპული“ მსოფლიოს საუკეთესო გუნდია“

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ტელეექსპერტმა, ჯეიმი კარაგერმა, პრემიერლიგის მე-19 ტურის შეხვედრა შეაფასა, რომელშიც „ლივერპულმა“ „ლესტერი“ სტუმრად 4:0 გაანადგურა.

„ამ შესანიშნავმა წარმოდგენამ კიდევ ერთხელ დაგვანახა „ლივერპულის“ რეალური ძალა. ისინი სულ უფრო და უფრო აუმჯობესებენ თამაშს და დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესოები არიან.“ - დაწერა კარაგერმა თავისი ტვიტერის გვერდზე.

იურგენ კლოპის გუნდმა ზედიზედ მეცხრე გამარჯვება მოიპოვა და 52 ქულით ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. ახლა ისინი უშუალო კონკურენტს 13 ქულით უსწრებენ.

კვირას, 29 დეკემბერს, „ლივერპული,“ მორიგი ტურის მატჩში „ვულვერჰემპტონს“ უმასპინძლებს. თბილისის დროით შეხვედრა 20 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:01 | 27.12.2019
mjgiri (8951)

მოკლედ რატომ არ არის როჯერსი ტოპ მწვრთნელი.
ლივერპულთან შეტევაში მოიფიქრა ვარდის განთავისუფლება ვან დეიკის მეურვეობისგან ჰარვი ბარნსის მეშვეობით.შეტევისას,ბარნსი უნდა გამხდარიყო მეორე თავდამსხმელად,ეთამაშა ვან დეიკზე და შესაბამისად ლესტერიც უნდა გადაწყობილიყო 4-4-2 ზე.
ამან გამოიწვია ის,რომ ლესტერი ვერ უძლებდა ლივერპულის კონტპრესინგს,კაკ რაზ ცენტრში ფეხბურთელის ნაკლებობის გამო.
როჯერსს უნდოდა მიეცა მეტი სივრცე ვარდისთვის,მაგრამ მეტი სივრცე მისცა ლივერპულს

00:14 | 28.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ერთია როჯერსი ვერაა ტოპ მწვრთნელი და მეორეა კლოპის შესაძლებლობები ყველა ცენტრ მატჩში ლივერპული უნიკალურია

20:07 | 27.12.2019
mjgiri (8951)

კაროჩე ვინმემ თუ ვერ გაიგო: ბურთის დაუფლებისას,შეტევაში ვერ აჰქონდათ ბურთი,რადგან ცენტრში ფეხბურთელის ნაკლებობდა იყო და ბურთი ისევ ლივერპულს მისდიოდა

19:28 | 27.12.2019
barca 4 - ever (2051)

ჯერ პირველი წრე არ დასრულებულა და ლესტერს 2-ჯერ რატომ ეთამაშა?
38 მატჩს ატარებს გუნდი, პირველ წრეში 19 და ანალოგიური მეორეშიც. სანამ ყველას,ანუ 19 გუნდს არ ეთამაშება პირველ წრეში,მანამ ხომ არ აქვს უფლება განმეორებით ეთამაშოს ერთი და იგივე გუნდს??? მე ასე მახსოვდა. ვესტჰემთან გადადებული მატჩი არის 19-ე, უკვე 2-ჯერ ეთამაშა ლესტერს განვლილ 18 ტურში და რომელია ისეთი ეპლ-ში, რომელსაც ჯერ არ დაპირისპირებია,გარდა ვესტჰემისა?

19:33 | 27.12.2019
mjgiri (8951)

რა საინტერესო დაკვირვება გაააკეთე აი მანჩესტერიც ორჯერ ეთამაშა ნიუკასლს უკვე და ჩელსი საუთგემპტონს

19:37 | 27.12.2019
barca 4 - ever (2051)

რატომ? ლალიგაში მასე არ არის.

19:51 | 27.12.2019
mjgiri (8951)

წარმოდგენა არ მაქვს

16:56 | 27.12.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

რა თქმა უნდა ეგრეა

16:51 | 27.12.2019
ბაბუ პერესი (16691)

ინგლისში რომ ულაპარაკოდ საუკეთესოა სალაპარაკოც არაა,რაც შეეხება მსოფლიოს შეიძლება არის კიდეც მსოფლიოს საუკეთესო გუნდიც,მაგრამ შემადგენლობა მაინც არ ყავს ისეთი რომ თამამად თქვა ზოგადად მსოფლიოს საუკეთესო გუნდიც არისო.კეიტა-ვეინალდუმი-ჰენდერსონი რომ ყავს გუნდს ცენტრში იმაზე თქმა რომ ცალსახად მსოფლიოს საუკეთესო გუნდია რთულია მაინც

14:57 | 27.12.2019
KoRBeN DaLLaS (24844)

აჰა, ესეც მე ვარ ?!

14:24 | 27.12.2019
Bachana705 (373)

რას მოესწარი ჯეიმს. შეირგე, სანამ დრო გაქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.074112
სარეკლამო ადგილი - 99
X x X