ფეხბურთი

2:18 | 27.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბედნიერი Boxing Day „ლივერპულისთვის“

ახლო აღმოსავლეთიდან ტრიუმფით დაბრუნებულმა „ლივერპულმა, “ Boxing Day-ზე „ლესტერი“ სტუმრად გააცამტვერა (0:4) და კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა ტიტულისკენ.

როგორც ყატარში, აქაც ანგარიში ბობი ფირმინომ გახსნა. ბრაზილიელმა შემდეგ დუბლიც გაიფორმა. კიდევ მინდორზე რამდემიმე წამის შესულმა ჯეიმს მილნერმა (პენალტი) და ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა იყოჩაღეს. არნოლდმა ორი საგოლე პასიც მიითვალა.

უშუალო მდევრის განადურებით „ლვერპულმა“ თითქოს ყველა გააფრთხილა: არავინ გაბედოს ჩვენი ადგილის წაპოტინებაო.

ახლა „წითლები“ მეორეადგილოსან „ლესტერს“ 13 ქულით უსწრებენ და ერთი თამაში მარაგში აქვთ.

“მანჩესტერმა,“ შესაძლოა, სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატრა. იმას ვგულისხმობთ, თითქოს თავისი თამაში იპოვნესო, მანკუნიანელებს ყველაფერი გამოსდიოდათ. ეტყობა საშობაო ძილიდან გამოფხიზლება სჭირდებოდათო და ეს სტუმარმა მეტი ლონგსტაფმა გააკეთა, როცა მე-17 წუთზე გახსნა ანგარიში. ამან „ეშმაკუნები“ გააბრაზა და მისცხეს და მისცხეს: მარსიალმა ორჯერ, გრინვუდმა და რაშფორდმა შანსი არ დაუტოვეს „კაჭკაჭებს“ – 4:1.

ლამპარდის გუნდმა ისევ გააოცა თავისი გულშემატკივარი. თუმცა, სიტყვა - გააოცა ცოტა გადაჭარბებულია. „ლურჯებს“ რომ სტაბილურობა აკლიათ, ეს არახალია. მათ უკვე მესამე საშინაო მატჩი წააგეს. ამჯერად „საუთჰემპტონთან“ - 0:2.

ამ ტურში ორი სამწვრთნელო დებიუტი შედგა.

კარლო ანჩელოტი ვანკუვერში ყოფილა შობაზე ოჯახთან ერთად, მაგრამ სასწრაფოდ მოუხდა მერსისაიდში დაბრუნება. მას სადებიუტო მატჩი ელოდა „ევერტონში.“ კარლო 80 წუთის განმავლობაში სველდებოდა წვიმიან „გუდისონზე,“ როცა ახალგაზრდა დომინიკ კალვერტ-ლევინმა გაიტანა და იტალიელი ბედნიერებისგან ცას ეწია. ხუმრობა ხომ არ არის, მისი ევერტონული დებიუტი გამარჯვებით დასრულდა.

ასევე პირველად გაუძღვა „არსენალს“ მიკელ არტეტაც. მისი დებიუტი ნაკებ წარმატებული გამოდგა. „მეთოფეები“ 64-ე წუთამდე აგებდნენ „ბორნმუთთან“ და მშველელად ისევ პიერ-ემერიკ ობამეიანგი მოევლინათ. ეს გაბონელის მე-14 გოლი გახლდათ სეზონში.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-18 ტური. 26 დეკემბერი

ლესტერი - ლივერპული 0:4

ლესტერი. „კინგ პაუერი.“ 32 211

0:1 ფირმინო (31), 0:2 მილნერი (71 პენ), 0:3 ფირმინო (75), 0:4 ალექსანდერ-არნოლდი (78)

ლესტერი: შმაიხელი, ჩილუელი, სეიუნჯუ, ევანსი, პერეირა, ნდიდი, პრატი (პერესი 72), ტილემანსი, ბარნსი (ოლბრაიტონი 58), მედისონი (ჩუდჰური 76), ვარდი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, გომესი, რობერტსონი, ჰენდერსონი (ლალანა 82), ვეინალდუმი, კეიტა (მილნერი 70), მანე, სალაჰი (ორიჯი 70), ფირმინო

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: მედისონი (73); გომესი (62)

ჩელსი - საუთჰემპტონი 0:2

ლონდონი. „სტემფორდ ბრიჯი.“ 40 651

0:1 ობაფემი (31), 0:2 რედმონდი (73)

ჩელსი: კეპა, ასპილიკუეტა, რიუდიგერი, ტომორი, ზუმა (მაუნტი 46), ემერსონი, კანტე, ჟორჟინიო, ჰადსონ-ოდოი (პულიშიჩი 67), ვილიანი (პედრო 84), აბრაჰამი

მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

საუთჰემპტონი: მაკარტი, სედრიკი, სტივენსი, ბედნარეკი, ბერტრანი, ჰეიბერგი, უორდ-პროუსი, არმსტრონგი (რომეუ 86), რედმონდი, ობაფემი (ინგზი 69), ადამსი (ბუფალი 81)

მწვრთნელი: რალფ ჰაზენჰიუტლი

მსაჯი: ჯონათან მოსი

გაფრთხილება: ჟორჟინიო (58), ტომორი (62), კანტე (62); ბერტრანი (30), ბუფალი (90+5)

მანჩესტერი - ნიუკასლი 4:1

მანჩესტერი. „ოლდ ტრაფორდი.“ 73 206

0:1 მეტი ლონგსტაფი (17), 1:1 მარსიალი (24), 2:1 გრინვუდი (36), 3:1 რაშფორდი (41), 4:1 მარსიალი (51)

მანჩესტერი: დე ხეა, ლინდელოფი, მაგუაირი, შოუ, ვან-ბისაკა, პერეირა, ფრედი, მაკტომინეი (პოგბა 46), მარსიალი (მატა 67), რაშფორდი (ლინგარდი 63), გრინვუდი

მწვრთნელი: ულე-გუნარ სულშერი

ნიუკასლი: დუბრავკა, შერი (კრაფტი 87), ფერნანდესი, ლეჟენი, მეტი ლონგსტაფი, ვილემსი, მანკილიუ, ალმირონი (იედლინი 63), შონ ლონგსტაფი, ჟოელინტონი, გეილი (ატსუ 59)

მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

მსაჯი: კევინ ფრენდი

გაფრთხილება: მაკტომინეი (1), პერეირა (35), ლინგარდი (82); შერი (38), იედლინი (81)

ტოტენჰემი - ბრაიტონი 2:1

ლონდონი. „ტოტენჰემ ჰოთსფური.“ 56 308

0:1 უებსტერი (37), 1:1 კეინი (53), 2:1 ალი (72)

ტოტენჰემი: გასანიგა, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, სანჩესი, ორიე, უინკსი (ერიკსენი 68), სისოკო, სესენონი (ლო სელსო 56), ალი, მოურა (დაიერი 76), კეინი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიუ

ბრაიტონი: რაიანი, დაფი, უებსტერი, ბერნი, სტივენსი, გროსი, მუი, შელოტო (ბისუმა 83), ბერნარდო (ტროსარი 76), კონოლი (მოპე 68), ალსატე

მწვრთნელი: გრემ პოტერი

მსჯი: გრემ სქოთი

გაფრთხილება: უინკსი (36), სანჩესი (39), მოურა (74), სისოკო (84); ბერნი (30), გროსი (42)

ასტონ ვილა - ნორვიჩი 1:0

1:0 ჰურიჰეინი (64)

ბორნმუთი - არსენალი 1:1

1:0 გოსლინგი (35), 1:1 ობამეიანგი (64)

კრისტალ პალასი - ვესტ ჰემი 2:1

0:1 სნოდგრასი (57), 1:1 კუიატე (68), 2:1 აიუ (90)

შეფილდი - უოტფორდი 1:1

0:1 დეულოფეუ (27), 1:1 ნორვუდი (36 პენ)

ევერტონი - ბარნლი 1:0

1:0 კალვერტ-ლიუინი (80)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137814