კალათბურთი

1:15 | 27.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას ყველაზე წარუმატებელი თამაში სეზონში

ევროლიგის მე-16 ტურში მორიგი უფერული თამაში ჩაატარა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“, რომელიც ბერლინის „ალბასთან“ უბრძოლველად, 57:81 დამარცხდა.

ვიტორიელთა მხრიდან მიმდინარე სეზონში წარუმატებელი და უკვალო თამაშები გასაკვირი აღარაა, მაგრამ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თორნიკე შენგელიამ სეზონში ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა. შენგელიამ 24:14 წუთში 1 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 2-დან საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 6 ორქულიანი ააცილა. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა -2 შეადგინა...

მეტ ჯენინგს რაც შეეხება, ამერიკელმა 24 წუთში 5 ქულა და 2 მოხსნა დააგროვა, რაც ცხადია მისი გუნდისთვის დიდი ვერაფერი ნამატი გამოდგა.

ასე, რომ „ბასკონიაში“ დაბრუნებულ დუშკო ივანოვიჩს მეტად წარუმატებელი დებიუტი გამოუვიდა. ვიტორიელებს 16 მატჩში 6 მოგების წილ 10 წაგება აქვთ და მე-14 ადგილზე იმყოფებიან, ხოლო მომდევნო ტურში 3 იანვარს, „ბარსელონას“ უმასპინძლებენ.

0.121171