ფეხბურთი

23:10 | 26.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

არნო "მილანის" მფლობელებთან მოლაპარაკებას აგრძელებს

ფრანგ მილიარდელ ბერნარ არნოს "მილანის" შეძენის კვლავ სურს და კლუბის მფლობელ კომპანიას "ელიო მენეჯმენტთან" მოლაპარაკებას აგრძელებს. როგორც Foot Mercato იუწყება, არნოს წარმომადგენელმა, კლუბის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ალვარო ბრიედამ მფლობელებს 950 მილიონი ევრო შესთავაზა.

როგორც ცნობილია, "ელიოტ მენეჯმენტი" 1.2 მილიარდ ევროს ითხოვს. თავდაპირველად არნომ 700 მილიონიან წინადადებთ დაიწყო და შემდეგ კლუბის მესვეურებს 800 მილიონი შესთავაზა. როგორც ჩანს ფრანგ მილიარდელს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის შეძენა ძალიან სურს.

"მილანი" ამჟამად კრიზისულ სიტუაციაშია. გუნდი იტალიის სერია A-ში 17 ტურის შემდეგ 21 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.

0.11743