არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ხუან რომან რიკელმე "ბოკა ხუნიორსის" ვიცე-პრეზიდენტი გახდა. კლუბის პრეზიდენტმა ხორხე ამორ ამეალმა სპორტული დირექტორი ნიკოლას ბურდისო და ტრანსფერებში მისი თანაშემწე ანიბალ მატელიანი დაითხოვა და მათ ფუნქციებს რიკელმე შეითავსებს.
როგორც Marca Claro იუწყება, რიკელმე აპირებს გამოცდილი ფეხბურთელების ტრანსფერები განახორციელოს და ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები დააწინაუროს. ხუან რომანის მიზანია გადმოიბიროს შემდეგი ფეხბურთელები: პაოლო გერერო ("ინტერნასიონალი"), ნიკოლას გაიტანი ("ჩიკაგო ფაირი"), ჩარლეს არანგისი, ლუკას ალარიო (ორივე "ლევერკუზენი"), მაურისიო ისლა ("ფენერბაჰჩე"), ევერ ბანეგა ("სევილია"), ლეონარდო სიგალი ("რასინგი"), ნაუელ ბუსტოსი ("ტალერესი"), რენატო ტაპია ("ფეიენოორდი") და ედვინ კარდონა ("პაჩუკა").
რიკელმეს გუნდის გაძლიერება დაევალა. თავად არგენტინელმა კარიერა "არგენტინოს ხუნიორში" დაიწყო და შემდეგ "ბოკა ხუნიორსში" გადავიდა, სადაც წლების განმავლობაში 10 ტურნირი მოიგო. ხუანი ასევე თამაშობდა "ვილიარეალსა" და "ბარსელონაში".