ფეხბურთი

21:00 | 26.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი ესპანეთის სუპერთასს გამოტოვებს

ბელგიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევი ედენ აზარი ესპანეთის სუპერთასს გამოტოვებს. როგორც Marca იუწყება, ფეხბურთელი პსჟ-თან მიღებული ტრავმის მოშუშებას იანვრის ბოლომდე ვერ მოახერხებს და სუპერთასს გამოტოვებს.

ესპანეთის სუპერთასი წელს განსხვავებული ფორმატით გაიმართება. ტურნირი ოთხგუნდიანი იქნება და მასში მონაწილეობას თასის ფინალისტები "ბარსელონა" და "ვალენსია" მიიღებენ და ასევე, ამ გუნდების გარეშე ლა ლიგაში წინა სეზონში მოწინავე ადგილებზე გასულები - "რეალი" და "ატლეტიკო". ნახევარფინალებში "ღამურები" "სამეფო კლუბს" შეხვდებიან. მატჩები 8 და 9 იანვარს გაიმართება, ხოლო ფინალი 12 იანვარს შედგება.

აზარი "რეალში" "ჩელსიდან" 2011 წლის ზაფხულში გადავიდა და მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111494