საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2019 წელი შეაჯამა და საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა.
სეოკ-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ძალოსანი ლაშა ტალახაძე გახდა.
ტალახაძემ მოჭიდავე გენო პეტრიაშვილსა და ძიუდოისტ ლუხუმ ჩხვიმიანს აჯობა. გარდა ამისა, წლის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებშიც გამოვლინდნენ:
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი - ლაშა ტალახაძე
2019 წლის აღმოჩენა - ლუკა მაისურაძე
2019 წლის აღმოჩენა - ეთერ ლიპარტელიანი
2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი (23 წლამდე) - გოგა ბითაძე
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები ზამთრის სახეობაში - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია
2019 წლის ქალთა სპორტში დასაქმებული საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი თენაძე
2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი იანტბელიძე
2019 წლის რეგიონული აქტივობისთვის - სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი - ნინო სალუქვაძე
2019 წლის საუკეთესო სპორტული მენეჯერი - კახი კახიაშვილი
2019 წლის საუკეთესო სპორტული ფედერაცია - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია