ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ კიდევ უფრო ახლოსაა. შვედმა ფეხბურთელმა იტალიურ კლუბში თამაშზე თანხმობა განაცხადა და ტრანსფერის დახურვას უახლოეს ხანში ელოდებიან.
Sky Sport-ის ცნობით, ზლატანი „როსონერისთან“ კონტრაქტს 2020 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და მხარეებს შორის სურვილის არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდება.
იბრა „მილანში“ პირველ ვარჯიშს დიდი ალბათობით, 30 დეკემბერს ჩაატარებს, ხოლო ხელახალი დებიუტი 6 იანვარს, გენუის „სამპდორიასთანაა“ მოსალოდნელი.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი „მილანში“ 2010-2012 წლებში თამაშობდა და 85 მატჩში 56 გოლი გაიტანა.