ფეხბურთი

18:31 | 26.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "ახლა სამყაროს სხვანაირად ვუყურებ, თუმცა მოტივაცია ძველებურად მაღალი მაქვს"

კრიშტიანუ რონალდუ მომავალში სამწვრთნელო საქმიანობის დაწყებას არ აპირებს. თუმცა, დასძენს, რომ შესაძლოა ერთ დღეს ყველაფერი შეიცვალოს და ამ პროფესიას მიჰყოს ხელი.

თუმცა, იქამდე დიდი დროა, „იუვენტუსის“ პორტუგალიელი თავდამსხმელი ახლო მომავალში საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე არც კი ფიქრობს და მოტივირებულია, რომ ახალი სიმაღლეები დაიპყროს.

კარიერის დასაწყისი და ახლა

18 წლის ასაკთან შედარებით ყველაფერი შეიცვა. იმ დროს, როდესაც ფეხბურთის თამაშს ვიწყებდი, სამყაროს სხვანაირად ვუუყურებდი. ეს იყო უფრო გულუბრყვილო, სპონტანური, ჯადოსნური ვნება. დღეს მე მაქვს იგივე დიდი მოტივაცია ფეხბურთის თამაშისთვის, ბედნიერი ვარ თამაშით, მაგრამ ახლა პრიორიტეტი სხვა რამეებია: უნდა მოვიგო, აღვმართო ტიტულები, ყოველთვის ტოპ სიმაღლეზე უნდა ვიყო. იმ დროს არ მქონდა ეს აზრი, მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე ვფიქრობდი, ახლა პასუხისმგებლობას ვგრძნობ, მაგრამ ჩემი მოტივაცია ყოველთვის ერთნაირია. ფეხბურთი ისევ მაბედნიერებს, თუმცა რა თქმა უნა, როდესაც პატარა ბიჭი იწყებს თამაშს, ეს ნამდვილად განსაკუთრებულია. ბედნიერი და მოტივირებული ვარ, მინდა კიდევ დიდი ხანი ვითამაშო.

საუკეთესო გოლი და ბუფონი

„იუვესთან“ გატანილი „მაკრატელა“ ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია, ჯიჯი ბუფონის წინააღმეგ. უნიკალური გოლი უნიკალურ სტადიოზე, დიდი გუნდის კარში, ნამდვილად განსაკუთრებული საღამო იყო. ყოველთვის, როდესაც ამ წლებში ბუფონს ვხვდებოდი, ის ყოველთვის შესანიშნავ ადამიანად მეჩვენებოდა, მხიარული და პოზიტიური, ამ გოლის შემთხვევაშიც კი დაადასტურა ეს. კომპლიმენტები მითხრა, შესანიშნავი გასახსენებელია მისთვისაც, მიუხედავად იმისა, ჩემგან ასეთი გოლი გაუშვა. მაგრამ ის ზუსტად ისეთია, როგორიც მეჩვენებოდა. ახლა ამაში ყოველდღე ვრწმუნდები. დიდსულოვანი, შესანიშნავი ადამიანია, ყოველდღე მაოცებს.

„იუვე“ და იტალიური კულტურა

პირველი ტურინული მოგონება? კარგად მახსოვს სტადიონზე პრეზენტაცია, მოეციური იყო. ქომაგები იყვნენ, ჩემი ოჯახი, მეგობრები. „იუვეში“ ყველაფერი მომწონს, დიდი კულტურის გუნდია, საუკეთესო იტალიური კლუბი. ზურგს უდიდესი ისტორია უმაგრებს, კმაყოფილი ვარ აქ ყოფნით, მინდა „იუვესთან“ ერთად ბევრი ტიტულის მოგება. ნამდვილად მომწონს კულტურა, არამხოლოდ „იუვეში“, ზოგადად იტალიური კულტურა.

კიელინის წინააღმდეგ თამაში

გულწრფელად გეტყვით, ყველაზე რთულია ვარჯიშებზე ყოველდღიურად ბონუჩისთან, კიელინისთან, დე ლიხტთან დაპირისპირება. „იუვეში“ გადმოსვლამდე ყველაზე მეტად მახსოვს, რომ კიელინის წინააღმდეგ თამაშის მეშინოდა.

სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი

მე დამასახელეს და ასე, რომ ახლა მე ვარ. ვნახოთ ვინ იქნება მომდევნო წელს... სერია A-ში ბევრი დიდი თვისებების მოთამაშეა, შესანიშნავია, რომ კოლეგებმა საუკეთესოდ დამასახელეს, მადლობას ვუხდი მათ ამისთვის და მოუთმელად ველოდები გამარჯვებას მომავალ წელს.

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში საუკეთესო შეჯიბრია, ტურნირი, რომელშიც თამაში ყველაზე მეტად მინდა, განსაკუთრებულია. სერია A-სგან სრულიად განსხვავდება, ფიქრებშიც კი.

ევრო 2016

პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მოგებული ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ოდესმე მომიგია. დაუჯერებელი საღამო იყო, დაუვიწყარი. ვტიროდი, ვიცინოდი, ვყვიროდი... თამაშის დროს ვტიროდი, მაგრამ დასრულების შემდეგ ვზეიმობდი, დავლიე. არასდროს ვსვამ, მაგრამ ეს დღე განსაკუთრებული იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ტიტული მოვიგე.

მწვრთნელობა მომავალში

„ამ მომენტში მწვრთნელობა არ მაინტერესებს: მაგრამ შესაძლოა ერთ დღეს გადავიფიქრო, არასდროს ვიტყვი, არასდროს. თუ მწვრთნელი გავხდები, მოტივატორი ვიქნები. მწვრთნელმა გუნდს თავისი ვნებები და ნიჭი უნდა გადასცეს. მაგალითად, მომწონს გართბოა, დრიბლინგი, დარტყმა, გოლის გატანა. მე უნდა გადავცე გუნდს, როგორც მოტივატორმა, თავდაჯერებულმა.

სახელი

სახლში რონალდუს მეძახიან, როგორც ჩემი და, ისე დედაჩემი. სკოლაში კი კრიშტიანუს მეძახდნენ, საფეხბურთო სამყაროში რონის ან კრიშს, CR7-ს არა. მოედნის მიღმა ასე მხოლოდ გულშემატკივრები მომმართავენ.

0.119686