ფეხბურთი

17:23 | 26.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ კულიბალის თვალი დაადგა

„მანჩესტერ იუნაიტედი“ აკვირდება „ნაპოლის“ მცველის, სენეგალელი კალიდუ კულიბალის გარშემო არსებულ სიტუაციას - წერს The Telegraph.

ბრიტანულ მედიაში უკვე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ მანკუნიანელთა ხელმძღვანელობა ზამთრის საყიდლებისთვის 200 მილიონ ევროს გამოყოფს.

კულიბალის „ნაპოლის“ ხელმძღვანელებს წაჩხუბებია და ნეაპოლელები მზად არიან სენეგალელი ვარსკვლავი 70 მილიონ ევროდ გაუშვან. „მანჩესტერიც“ ცდილობს, ამით ისარგებლოს და კულიბალი იანვარშივე გაიფორმოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113369