„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, ადრიენ რაბიომ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, კლუბი შიცვალოს. მისით ლონდონის „არსენალი“ დაინტერესდა - გვამცნობს Footmercato.
„მეთოფეთა“ ახალი დამრიგებელი, მიკელ არტეტა, ზამთარში გუნდის გაძლიერებას აპირებს და ერთ-ერთი სამიზნე რაბიოა.
თავად რაბიოსაც სურს „ბებერი ქალბატონის“ დატოვება, რადგან კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.
მიმდინარე სეზონში რაბიომ „იუვეს“ მაისურით 12 მატჩი ჩაატარა და შედეგიანობით არ გამორჩეულა.
ტურინულ კლუბთან რაბიოს ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. რაბიო „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს გადავიდა „პარი სენ-ჟერმენიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით.